სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, გამწვანების აქცია მოეწყო. სენაკის რაიონის პროკურატურის პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პრობაციონერებთან ერთად მარტვილის N1 და სოფელ ონოღიის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ტირიფისა და ნაძვის ნერგები დარგეს. აქციის ფარგლებში სულ 50 ხის ნერგი დაირგო.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანია ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნა.