logo_geo
eng_logo
მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით, ჩაქვში მდებარე სკოლა-გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე მამა დანიელ სოლომონიძემ შეცვალა
- +

16 მარტი. 2017. 11:50



დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიას დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცვლად, მამა დანიელ სოლომონიძე უხელმძღვანელებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, დირექტორის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრის აჭარაში ჩასვლის შემდეგ მიიღეს.


ამ დროისათვის სკოლა-გიმნაზიას მამა დანიელ სოლომონიძე ხელმძღვანელობს. იგი მეუფე დიმიტრის ჩამობრძანების შემდეგ დაინიშნა", - აცხადებს მარიამ ტარიელაძე.


შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 7 მარტს აისახა. საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა.



დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნულ სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება მღვდელ დანიელ სოლომონიძეს, ის ქობულეთის სოფელ ზედა სამებაში ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner