საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა.
sportal.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.
ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.