აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მუსლიმების ასიმილირება დასავლურ ცივილიზაციაში ძალიან რთული იქნება.
Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა მუსლიმების დასავლურ ცივილიზაციაში წარმატებულად ინტეგრირება.
„ეს ძალიან რთული იქნება. მუსლიმების ასიმილირება ძალიან რთული პროცესი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ხაზი გაუსვა მისი მისწრაფებას, აშშ უსაფრთხო ქვეყანად აქციოს. ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ „ბევრ მუსლიმს უყვარს აშშ".
„ნახეთ, რა ხდება გერმანიაში, შვედეთში, ბრიუსელში და ბევრ სხვა ადგილებში. მუსლიმების ასიმილირება ძალიან რთული პროცესია. თუმცა, ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.