logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის არჩევნების საქმის განხილვა მიმდინარეობს
- +

16 მარტი. 2017. 12:33



თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.


სასამართლო პროცესს მოსარჩელე მხარიდან ირაკლი მეძმარიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი ესწრებიან, ხოლო მოპასუხე მხარეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარმოადგენს.


ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე განაცხადეს, რომ დღევანდელ პროცესზე მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ შუამდგომლობები.


როგორც ცნობილია, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი სასამართლოს წინაშე კონკრეტული შუამდგომლობების დაყენას აპირებს, ის მოსამართლეს მიმართავს თხოვნით, მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც თავად სეოკ-იდან ვერ მიიღო.


საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.


ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.


საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.


სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არიან",- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.


აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.


მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილს შეეძლო სეოკ-ის სარჩელის გასაჩივრება, თუმცა იმ მიზნით, რომ სარჩელზე არსებითი განხილვა დროულად დაწყებულიყო, არ გაუსაჩივრებია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner