logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

16 მარტი. 2017. 13:16



სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების თარიღი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობამ გმირთა მოედანზე აღნიშნეს. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მეომრები გაიხსენეს.


1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, რომელიც ქართულმა შენაერთებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს.


მაგრამ, ამ უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა ასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner