logo_geo
eng_logo
„ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში კულტურული ფენა არ ფიქსირდება“
- +

16 მარტი. 2017. 13:29



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ახალ დენდროლოგიურ პარკში ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან მრავალწლოვანი ხეების გადატანის ფაქტის გაშუქებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:


2 ისევ იტყუება და თან თაღლითობს. ამ არხმა დღესაც არ დაარღვია ტრადიცია და ისევ მიუძღვნა პასკვილი დენდროპარკის მშენებლობას. ამჯერად თქვეს რომ ხეების გადატანა არქეოლოგიას უშლის ხეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი თავად იყო მისული ბობოყვათის ხის ლოკაციაზე და განაცხადა რომ იმ ტერიტორიაზე არქეოლოგიური შრეები არაა. ეს 2-საც უთხრა, მაგრამ 2-მა მისი სახელისა და პოზიციის ნაცვლად დაწერა სულ სხვა გვარი და სხვა რეგალია. ეს უკვე ზღვარგადასული ბოღმის ქრონიკაა", - წერს უძილაური.


სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ  ტერიტორია, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა,  არქეოლოგიურად შესასწავლია, რათა ხეების ამოღებამ უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება არ გამოიწვიოს.


აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია თავად მოინახულა და სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, იქ კულტურული ფენა არ ფიქსირდება.


როგორც კი შეგვატყობინეს სამუშაოების დაწყების შესახებ, ეგრევე დავუკავშირდი სახელმწიფო დაცვის სამსახურს, მათთან ერთად ვიმყოფებოდი ადგილზე. მე, როგორც არქეოლოგმა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება. შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაოები როცა დაიწყება, მე, პირადად, აუცილებლად დავესწრები ამ სამუშაოებს".

 

ლაშა ასლანიშვილის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რამდენი ხის გატანა იგეგმება. ის ასევე აცხადებს, რომ კერძო საკუთრების მიუხედავად, თუ ტერიტორიაზე კულტურული ფენა აღმოჩნდება, არქეოლოგიურ სამუშაოებს აუცილებლად ჩაატარებენ.


სამუშაოებს იქ ატარებენსადაც არის რეზიდენცია... ჩემთვის მთავარია, რომ თუ დადასტურდა არქეოლოგიურ-კულტურული ფენების აღმოჩენა, ჩვენი სამსახური და არქეოლოგები ჩავერთვებით და შევისწავლ ტერიტორიას. თუ დადასტურდა კულტურული ფენა, ჩვენ მოვალე ვიქნებით, რომ ძეგლი არ განადგურდეს", - აცხადებს ასლანიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner