logo_geo
eng_logo
ჰუსეინ მუფთუოღლუ: ევროპულმა მედიამ ბოლო დროს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს გადაუხვია და ობიექტურობა დაივიწყა
- +

16 მარტი. 2017. 14:14



თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჰუსეინ მუფთუოღლუ განცხადებით, ევროპულმა მედიამ ბოლო დროს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს გადაუხვია და დაივიწყა ობიექტურობისა და ინფორმაციის სწორად მიწოდების პრინციპები.


ამის ნაცვლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო კრიტიკას და თურქეთისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ აი ერდოღანის მისამართით თავდასხმებს.

ბოლო დროს ზოგიერთი ევროპული მედია ერთმანეთს ეჯიბრება ანტითურქულ პროპაგანდაში. ამ ახალი ამბების გადმოცემა არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. ეს მასალები რასიზმითა და ქსენოფობიით არის გაღენთილი.

გამოცემა Bild"-ის მასალა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მისამართით კრიტიკას შეიცავს, გვაიძულებს, ჟურნალისტიკის პრინციპებზე დავფიქრდეთ. ჩვენ ვგმობთ მსგავს მასალებს, რომლებიც ამახინჯებენ რეალობას და ცრუ ბრალდებებს შეიცავენ", - განაცხადა ჰუსეინ მუფთუოღლუმ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner