თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჰუსეინ მუფთუოღლუს განცხადებით, ევროპულმა მედიამ ბოლო დროს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს გადაუხვია და დაივიწყა ობიექტურობისა და ინფორმაციის სწორად მიწოდების პრინციპები.
„ამის ნაცვლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო კრიტიკას და თურქეთისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მისამართით თავდასხმებს.
ბოლო დროს ზოგიერთი ევროპული მედია ერთმანეთს ეჯიბრება ანტითურქულ პროპაგანდაში. ამ ახალი ამბების გადმოცემა არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. ეს მასალები რასიზმითა და ქსენოფობიით არის გაჟღენთილი.
გამოცემა „Bild"-ის მასალა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მისამართით კრიტიკას შეიცავს, გვაიძულებს, ჟურნალისტიკის პრინციპებზე დავფიქრდეთ. ჩვენ ვგმობთ მსგავს მასალებს, რომლებიც ამახინჯებენ რეალობას და ცრუ ბრალდებებს შეიცავენ", - განაცხადა ჰუსეინ მუფთუოღლუმ.