logo_geo
eng_logo
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა
- +

30 მარტი. 2016. 15:06



პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. სხდომაზე დღეს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. იმისთვის, რომ სხდომა ჩატარებულიყო პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია პარლამენტის წევრთა საკმარისმა რაოდენობამ ვერ გაიარა.




დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, მათ შორის ბოლო რეგისტრაციისას სხდომათა დარბაზში პარლამენტის მხოლოდ 54 წევრი იმყოფებოდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner