logo_geo
eng_logo
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

16 მარტი. 2017. 15:01



გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი" (CoM East) პრეზენტაცია გაიმართა.


პროექტის პრეზენტაცია მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ექსპერტმა გიორგი აბულაშვილმა წარუდგინა.


„მერების შეთანხმება" არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით, 2030 წლისათვის კი, 30 %-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. მერების შეთანხმების მეშვეობით, ევროკავშირის ინსტიტუტებმა უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.


▶ მერების შეთანხმების ეროვნული კოორდინატორები არიან - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.


▶ტერიტორიული კოორდინატორი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში. მათი მხარდამჭერები კი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო გახლავთ.


მერების შეთანხმების ოფისებთან თანამშრომლობით ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი ხელმომწერ ქალაქებს სამეცნიერო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს. პროექტში მონაწილეობის სრულ პროცესში ხელმომწერი მხარეები იღებენ ინსტრუქტაჟს მერების შეთანხმების ოფისებისა და გაერთიანებული კვლევითი ცენტის მიერ შემუშავებული მრავალრიცხოვანი ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მეშვეობით.


ევროკომისიის გარდა შეთანხმების ინიციატივა სარგებლობს სხვა დაწესებულებების სრული მხარდაჭერითაც. მათ რიცხვში შედის რეგიონების კომიტეტი, რომელიც ინიციატივას წამოწყების დღიდან უჭერდა მხარს; ევროპარლამენტი, სადაც ჩატარდა ყოველწლიური ხელმოწერის ცერემონია და ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს თავიანთი საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციაში ეხმარება.


შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, სოსო ერქომაიშვილი, ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.



Description: https://fb-s-c-a.akamaihd.net/h-ak-xft1/v/t34.0-12/17360745_1463968563667395_1693113661_n.jpg?oh=abf1dda46a6f143551e05f82fb47450c&oe=58CC8BB3&__gda__=1489754167_c68626f9328b99b33a1350be01af4ac4


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner