logo_geo
eng_logo
ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა
- +

16 მარტი. 2017. 15:07



ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები „ქართული მაფიის" წევრები არიან.


მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.


ესპანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში ქვეყნის მასშტაბით.


პოლიციის აგენტებმა განხორციელებული ოპერაციის ფარგლეში უამრავი საიუველირო ნაკეთობა, ელექტრონული მოწყობილობები, 13 000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს", - წერს ესპანური ABC.


ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეა, რაზეც, როგორც ესპანეთის ძალოვანი უწყების მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასალები ქართულ მხარეს მიეწოდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner