logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: მე რიგით ვეტერანად ვრჩები!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

30 მარტი. 2016. 15:15



ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე რეპორტიორში" დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერნიციაზე ისაუბრა. მისი თქმით,  დესტრუქციული ძალების მხირდან, მის წინააღმდეგ  მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი ცუდად რომ არ ასახულიყო სამსახურის სასიკეთო სამუშაო პროცესებზე და ის არ ყოფილიყო ამ პოზიტიური საქმიანობის შემაფერხებელი,  გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა და თავად ირაკლი შიხიაშვილმა ერთობლივად მიიღეს. შიხიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  შემოთავაზებები ჰქონდა სხვა თანამდებობებზე, თუმცა უარი განაცხადა. შიხიაშვილისთვის უცნობია თუ ვინ დაიკავებს მის ყოფილ თანამდებობას.


„სამსახურმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩემი დირექტორობის პერიოდში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. დაახლოებით 12 000 ვეტერანს სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა,  150 კაცზე მეტს ჩვენი შუამდგომლობით გაუჩნდა საშუალება დასაქმებულიყო. ასევე სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის 4 000 -ზე მეტ ვეტერანს ჩვენი შუამდგომლობით გადაეჭრა პრობლემები. 100 მეტ ვეტერანს ექნება ის თანამედროვე პროთეზები, რომელიც ჩვენს ბიჭებს ძალიან სჭირდებოდათ. ასევე ქვეყნისთვის სამი სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანი პროექტი დაიწყო.

 

რამდენიმე თვის განმავლობაში  ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიდიოდა, საკმაოდ დესტრუქციული, მართული ძალების მხრიდან.  ვფრიქრობდი, რომ ეს ყველაფერი  შეიძლება ცუდად ასახულიყო სამსახურის სამომავლო მუშაობაზე. მე თვითონ რომ არ გავმხდარიყავი მუხრუჭი და შემაფერხებელი,  იმ სიკეთის, რომელიც   ასე ძალიან სჭირდებათ ვეტერანებს,  და იმ  კარგი საქმეების,  რომლებიც  ხელუსუფლებამ ვეტერანებისთვის დაიწყო,  ჩავთვალე, რომ თანამდებობის დატოვება აჯობებდა.  მივიჩნიე, რომ ხელისუფლებისთვის საშუალება უნდა მიმეცა, უფრო თავისუფლად გაეკეთებინათ ეს სასიკეთო საქმეები და  ამის შემაფერხებელი მე არ ვყოფილიყავი.

მინდა გითხრათ, რომ ამ იდეას პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა. ეს  პრაქტიკულად ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.  მინდა წარამტება ვუსურვო მას და მთლიანად სამთავრობო გუნდს. ვრჩები ერთ-ერთ უბრალო ვეტერანად.  ჩვენში ერთი წესია, ყველა მეომრის  ყველაზე მთავარი საქმე და პროფესია, - ემსახუროს საქართველოს! როგორი ფორმით ან რა ფორმით? - ამას დრო და სიტუაცია გვიჩვენებს.

 

 იყო გარკვეული შემოთავაზება სხვა თანმდებობებზე,  თუმცა,  შეგნებულად ვთქვი უარი! პირველი - არ მინდოდა  ისე გამოჩენილიყო თითქოს, შიხიაშვილი რამეს გაექცა,  რაღაც ვერ გააკეთა და  გაერიდა. ან  თავისი პირადი დასაქმებით იყო უფრო მეტად დაინტერსებული, ვიდრე იმ საქმეების წარამატებით, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია.   ხვალ შეიძლება ძალიან რთულ სიტუიაციაში აღმოვჩნდეთ, როგორც ქვეყანა თუ ეს პროექტები არ განხროციელდება. მე წარმატება უნდა ვუსურვო მომავალ დირექტორს.  დარწმუნებული ვარ, ის ამ საქმიანობას გააგრძელებს, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ვეტერანებს, რათა  მაქსიმალურად  იყოს ვეტერანი ინტეგრირებული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ქვეყანა უფრო მშვიდად, რყევების გარეშე უნდა განვითარდეს" ! - განაცხადა შიხიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner