logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: პირობითად მდიდარი ადამიანის ოჯახის წევრებს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები შესაბამისი ჯგუფების მიხედვით უნარჩუნდებათ
- +

16 მარტი. 2017. 17:01



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირობითად მდიდარი ადამიანის ოჯახის წევრებს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები თავისი შესაბამისი ჯგუფების მიხედვით უკლებლივ უნარჩუნდებათ.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.


პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები.


მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 -ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია.


მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე მოზარდები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.


დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა თითოეული კატეგორიის შესახებ დეტალურად ისაუბრა და მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა. მათ შორის, განმარტებები გააკეთა მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებთან დაკავშირებით.


მონაცემთა ბაზის ანალიზმა გვაჩვენა, რომ 32 000-დან მხოლოდ 20 000- აქვს კერძო სადაზღვევო პაკეტი, ხოლო 10 000 სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით. ჩვენ სადაზღვევო ინდუსტრიას შევთავაზეთ ასეთი რამ, ის სადაზღვეო პაკეტი, რომლითაც არამიზნობრივი ნაწილის უზრუნველყოფა ხდება, აქ ჩვენი დანახარჯი თვეში საშუალოდ 13 ლარია. ჯანდაცვის სამინისტრო რომ სადაზღვევო კომპანია იყოს, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტს თვეში 13 ლარად გაყიდდა. ჩვენ ამდენი გვიჯდება, ჩვენი მოგება 0-ია და ადმინისტრაციული ხარჯები მთლიანი ბიუჯეტის 0,5%-ია. სადაზღვევო კომპანიებს შევთავაზეთ გაეკეთებინათ გათვლები, ზუსტად ასეთ პაკეტს ისინი რამდენად შესთავაზებდნენ მოსახლეობას. მათი გათვლები არის 25-დან 27 ლარის ფარგლებში, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიიდან ვეღარ ჩაერთვებიან, ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვით, ის 10 000 ადამიანი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, თვეში 25 ან 27 ლარად, ანუ დღეში ლარზე ნაკლებად შეიძინონ იგივე პაკეტი, რასაც უზრუნველყოფდა საყოველთაო ჯანდაცვა. მათ დარჩებათ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის პრივილეგია, ესენია მაგალითად C ჰეპატიტის მკურნალობა, ინფექციური დაავადებები, ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინსულინდამოკიდებულებ და სხვა... ისინი რჩებიან ამ პროგრამის მოსარგებლეებად, მაგრამ ცალსახად, მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სადაზღვევო პაკეტი, ეს პაკეტი უნდა აიღონ.

მიუხედავად იმისა, ოჯახი მდიდარი იქნება თუ ღარიბი, ოჯახის წევრებს შეუნარჩუნდებათ ყველა ის პრივილეგია, რომელიც მოყვანილია კლასიფიკატორში.
მაგალითად, ადამიანს მე მაქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი. მე ვალდებული ვხდები, ჩემთვის ვიყიდო კერძო სადაზღვევო პაკეტი, მაგრამ მე თუ მყავს 0-დან 6 წლამდე ბავშვი, მას შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის უფლება, მე თუ მყავს პენსიონერი მშობელი, მას ასევე შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის უფლება, ასევე შშმ პირს, სტუდენტს, პედაგოგს და .. ანუ, პირობითად მდიდარი ადამიანის ოჯახის წევრებსაც საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები თავისი შესაბამისი ჯგუფების მიხედვით უკლებლივ უნარჩუნდებათ. მაგრამ თავად ამ ადამიანმა, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, თავისი მომსახურება კერძო პაკეტით უნდა უზრუნველყოს. არის კონფიგურაცია, როდესაც მათ საოჯახო პაკეტის აღება შეუძლიათ. ეს პაკეტი ზედნაშენი იქნება", - განმარტა დავით სერგეენკომ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner