სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა.
ფრანგული ტელეარხი BFM TV-ს ინფორმაციით, ფონდის თანამშრომელმა ქალმა დაუდგენელი წარმომავლობის კონვერტი გახსნა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
გუშინ გერმანიის ფინანსთა სამინისტროსთან საეჭვო პაკეტში ასაფეთქებელი აღმოაჩინეს.