logo_geo
eng_logo
ესპანეთის პოლიცია: საქართველოს 48 მოქალაქე გასულ თვეს დავაკავეთ, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია დღეს გავასაჯაროეთ
- +

16 მარტი. 2017. 17:13



ესპანეთის პოლიციის ცნობით, საქართველოს 48 მოქალაქის დაკავება გასულ თვეს, თებერვალში განხორციელდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაასაჯაროეს. ამის შესახებ ესპანეთის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომელიც საგამოძიებო უწყებას საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხზე დაუკავშირდა.


ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გავრცელდა. ამის შესახებ წერს ესპანური მედიაც.


ეროვნული პოლიციის აგენტებმა 48 პირი დააკავეს და 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში. გამომძიებლებმა ერთდროულად 15 მისამართზე განახორციელეს რეიდი და შედეგად, გარდა საიუველირო ნაკეთობებისა, ელექტრონული მოწყობილობები, 13 000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს. აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გაიხსნა, რომელიც დაკავებულების მიერ მადრიდსა და მურსიაში იყო ჩადენილი.

 

გამოძიება გასული წლის მარტს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი გამოავლინა, რამაც პოლიციის აგენტებს საშუალება მისცა, დაეკავებინათ 48 პირი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან", - ნათქვამია ესპანეთის ეროვნული პოლიციის საიტზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ესპანეთის პოლიცია ასევე აცნობებს მოქალაქეებს, რომ ოპერაციისას ამოღებული საიუველირო ნაკეთობები ეროვნული პოლიციის მადრიდის სამმართველოში იქნება გამოფენილი, სადაც აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლთ შეეძლებათ, მივიდნენ და ამოიცნონ თავიანთი საკუთრება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner