სააგენტო „ფრანს პრესის" ცნობით, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გრასის ერთ-ერთ სკოლაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი სკოლის დირექტორს გაუხსნა, სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ფრანგული ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.