logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ვისთან ერთად მოიფიქრა ეს შოუ მაჭავარიანმა, აი, ამის გამოძიება არის საინტერესო!
- +

30 მარტი. 2016. 15:38



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე პოსტს აქვეყნებს. მისი აზრით, გასარკვევია, რისთვის დასჭირდა მაჭავარიანს იმის თქმა, თითქოს მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნდა.



რაში დასჭირდა ასეთი ამბის მოგონება და თან ასეთ დროს?! ეს განცხადება შეფარულ მუქარას და გაფრთხილებას გულისხმობს, თუ მე ვერ გამომაქვს აზრი ამ წინადადებებიდან?! ვისთან ერთად მოიფიქრა ეს შოუ და რისი ჟურნალია, აი, ამის გამოძიება არის საინტერესო", - წერს მაღლაფერიძე.

 



"მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს.", - წერია პროკურატურის განცხადებაში


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner