თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროს სადგურებში მომხდარ შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ თბილისის მეტროს სადგურების ახმეტელის თეატრი - სარაჯიშვილის მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 სთ-ზე და მოძრაობა სრულად აღდგენილია თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი).
შეგახსენებთ, რომ 13:35 სთ-დან ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები არ გადაადგილდებოდა სადგურებზე - ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.