logo_geo
eng_logo
ბათუმის აქციასთან დაკავშირებით 6 პირი მასობრივი არეულობისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- +

16 მარტი. 2017. 18:49


 


ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ 6 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით დააკავა, რაც მასობრივი არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.


უწყების ცნობით, სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და ნივთმტკიცებულებების მოპოვების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.


მანამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის უწყებამ 75 პირი დააკავა.


11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათვის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოო ჯამში, სამართალდამცველებმა მომიტინგეების უკონტროლო ქმედება აღკვეთეს და 40-მდე მოქალაქე დააკავეს. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner