logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: მადლობა ქალაქ თბილისის მერიას...
- +

16 მარტი. 2017. 20:18


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას მადლობას უხდის:

 

„მადლობა ქალაქ თბილისის მერიას, თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურს და ყველა იმ ადამიანს რომლებმაც უყურადღებოდ არ დატოვა ჩემი პოსტი და მოახდინეს რეაგირება,სულ რაღაც სამ საათში.

(საქმე ეხებოდა მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენებით დანაგვიანებას)", - წერს მენაბდიშვილი.


მანამდე მენაბდიშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი და ფოტოები გამოაქვეყნა:


„დღისით არ დამინახავს, ალბათ ღამით მოაქვთ ეს ნაგავი... ყოველ დილით მომატებული მხვდება... ეს ყველაფერი ხომ მდინარეში იყრება? ზედამხედველობის სამსახურმა არ უნდა დააჯარიმოს? მიხედეთ როგორმე", - წერდა მენაბდიშვილი.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner