logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე: ეს არის სააკაშვილის მანქანა, მგონი კობა ნაყოფიასია
- +

30 მარტი. 2016. 15:59



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მანქანა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება უკრაინაში, ნამდვილად არ ეკუთვნის მას.


ეს არის მისი მეგობრის მანქანა. მე მგონი კობა ნაყოფიასია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, ასეა. ეს მანქანა ლეგალურად არის შეყვანილი უკრაინის ტერიტორიაზე",- განაცხადა ვაშაძემ.


მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა, მისთვის, როგორც ახალი გუბერნატორისათვის, მანქანა ეყიდათ.


„როგორც წესი, როცა ახალი გუბერნატორი რომ ინიშნება, მისთვის ყიდულობენ ახალ მანქანას. სააკაშვილმა სთხოვა თავის მეგობარს, რომ არ დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და მისი მანქანით ემოძრავა",- აღნიშნა ვაშაძემ.


უკრაინული მედიის ცნობით, ავტომობილი Mercedes S63 AMG, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება, 144 ათას დოლარამდე ღირს. ავტომობილს აქვს ქართული ნომრები GE-005-UA, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს - საქართველოსა და უკრაინის ლათინური ინიციალები და "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლური ციფრი 5. გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ფორუმზე მიხეილ სააკაშვილი „როლექსის" ოქროს საათით გამოჩნდა. აღნიშნული საათი 11 ათასი აშშ დოლარი ღირს და ის 18 კარატიანი ოქროთია დამზადებული. მედიის ცნობით, ეს არ არის ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მიხეილ სააკაშვილის ვრცელი კოლექციიდან, რომლის დემონსტრირებას სააკაშვილი სიამოვნებით ახდენს. კოლექციაში არის ასევე „ომეგა" და ექსკლუზიური „ბრაითლინგი". აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა არ არის ის დრო, გაიფლანგოს დიდი თანხები და რომ საჭიროა ებრძოლონ კორუფციას და საბაჯოზე არსებულ კორუფციას. ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილმა ტერიტორია ძვირადღირებული მანქანით დატოვა, რომელიც სცილდება საბიუჯეტო თანხებს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner