logo_geo
eng_logo
ანზორ ბოლქვაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე რაც მეტი კომპანია შემოვა, მით უფრო დაიკლებს ფასები
- +

30 მარტი. 2016. 16:12



სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების ფასი მცირდება. ამის შესახებ თვითონ მსხვილი აფთიაქები აკეთებენ განცხადებას. ამავე დროს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს. მათი ინფორმაციით, ბოლო ოთხ თვეში ბაზარზე ფასების დაღმავალი ტენდენციაა შენარჩუნებული. ასოციაციაში მედიკამენტების გაიაფებას ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას უკავშირებენ, რომელიც 30%-ით დაბალი ფასებით ოპერირებს.



ანზორ ბოლქვაძე,  ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის" - მდივანი და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებებზე საუბრობს. დეპუტატი ეხმაურება ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენას. მისი აზრით,  მოთამაშეების გაზრდილი რიცხვი მოსახლეობას მეტი არჩევანის შესაძლებლობას უქმნის, თავად კომპანიებს კი ფასების დაწევისკენ უბიძგებს:


რაც მეტი კომპანია შემოვა, მით უფრო დაიწევს ფასები. ერთი შემომტანის მაგიად თუ ოთხი და მეტი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ფასების შემცირებას გამოიწვევს. ერთი თუ იქნება მხოლოდ,ის  ძვირად გაყიდის, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, რისი საშუალებაც ქნებათ, სხვა კომპანიებიც დააკლებენ ფასს", - აცხადებს ბოლქვაძე.


ანზორ ბოლქვაძ მიაჩნია, რომ აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლს მეტი ყურადღება მიექცეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner