logo_geo
eng_logo
ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაერო-ს ღონისძიებას დაესწრნენ
- +

16 მარტი. 2017. 21:17


 

 

ამერიკელი ვარსკვლავი, გაერო-ს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე სერხიო ვიერა დე მილოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.


​გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების დამცველის - სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი - ანჯელინა ჯოლი სიტყვით გამოვიდა. ამავე საღამოზე იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.


​ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ანჯელინა ჯოლისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.


​ელისო ბოლქვაძე  ერთადერთი ქართველი არტისტი გახლავთ, რომელიც ფლობს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის'' საპატიო ტიტულს. მას ეს წოდება  პარიზში, 2015 წლის 22 იანვარს, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ გადაეცა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის - ფონდ „ლირას'' დაარსებისათვის, რომელიც  2013 წელს დაარსდა ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დახმარების მიზნით.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner