logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: საუბარი, რომ ბათუმის მთელი ქუჩები ცეცხლში იწვოდა, ეს არის ფაქტის გაყალბება
- +

16 მარტი. 2017. 23:48



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში ბათუმის მოვლენებს ეხმაურება.


მოიტანეთ 6 შუქნიშნის, 3 მაღაზიის ვიტრინისა და პოლიციის მანქანების გარდა სხვა ვანდალიზმის ფაქტები. როდესაც საუბრობთ, რომ ბათუმის მთელი ქუჩები ცეცხლში იწვოდა, ეს არის ფაქტის გაყალბება. ეს ყველაფერი ბათუმის ერთ ქუჩაზე იწვოდა. ეს ხდებოდა პოლიციის გარშემო, 100-150 მეტრის რადიუსში. გადაამოწმეთ ბათუმელებთან. ძალადობა და ვანდალიზმი იყო ნაციონალური მოძრაობის" სოლიდარობით წახალისებით",- განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner