logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: სტრასბურგის სასამართლო ვერ შეცვლის „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას
- +

17 მარტი. 2017. 00:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, აღნიშნული ტელევიზიის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, სტრასბურგის სასამართლო ვერ შეცვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ქუცნაშვილი ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯეჯელავას საზოგადოება შეცდომაში არ შეუყვანია.


„სტრასბურგის სასამართლო ვერ შეცვლის „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას, ბატონმა ჯეჯელავამ იგულისხმა, ის რომ სტრასბურგის სასამართლომ რომც დაადგინოს, რომელიმე უფლების დარღვევა და მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ისევ ჩვენმა სასამართლომ უნდა გადახედოს მას. ასე რომ, ფორმალურად, ჯეჯელავას არ დაურღვევია არც კონვენციის მოთხოვნები და არც მაყურებლი შეუყვანია შეცდომაში.

 

სტრასბურგი არ იტყვის, რომ ეს ვერდიქტი გამოიტანეთო. ანუ, თუ მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეულია, იტყვის - ეს საფუძველი გადასინჯეთ. შემდეგ, ისევ საქართველოს სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. თუ ასე იქნა, როგორც თქვენ ისურვებთ, საქმე განსახილველად უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner