სიცილიაზე, ვულკან „ეტნას" ამოფრქვევის შედეგად BBC-ის ჟურნალისტების ჯგუფი და ტურისტები დაშავდნენ. ვულკანის ძლიერი ამოფრქვევისას ჯგუფს ცხელი ქვები მოხვდა, ზოგიერთმა ადამიანმა ორთქლის შედეგად დამწვრობა მიიღო.
„ბევრი დაშავდა, ზოგმა თავის ტრავმა მიიღო, ზოგს დამწვრობა აღენიშნება", - წერს twitter-ზე BBC-ის რეპორტიორი რებეკა მორელი.
კორესპონდენტის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, ზოგიერთის ევაკუაცია კი მთიდან მაშველებმა განახორციელეს.