logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი ეკა კვესიტაძეს: გეჩქარებათ ხალხის დასჯა?!
- +

17 მარტი. 2017. 00:30


 

„გეჩქარებათ ხალხის დასჯა?!" - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანს, ეკა კვესიტაძეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა რამდენჯერმე დაჟინებით მოითხოვა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დასჯილი ბათუმში განვითარებული  მოვლენების მონაწილეები.

 

„დაისჯებიან ყველანი ეკა, ვისაც დაუდასტურდება სასამართლოზე. გეჩქარებათ ხალხის დასჯა? დამშვიდდით, დაისჯებიან. თქვენგან განსხვავებით, როცა ბათიაშვილს იჭერდით ვერბალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ არავის არ ვიჭერთ ამისთვის. დაისჯებიან მაშინ, როცა მოხდება მტკიცებულებების შეგროვება, პასუხისგებაში მიცემა, პროკურორის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა. სისწრაფეშია თქვენი მიზანი? დაანებეთ პროკურორობას თავი, ჟურნალისტი ხართ. როგორ გეტყობათ გვარამიას ხელი, დასჯა გინდათ ხალხის? ისინი ეკას ვერდიქტით არ დაისჯებიან. სასამართლოს ვერდიქტით დაისჯებიან, დამშვიდდით", - უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილმა ეკა კვესიტაძეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner