logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: გაისმა მინისტრის სიტყვები - „ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს!“
- +

17 მარტი. 2017. 01:51



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


„სანამ გამთენიას სპეცდანიშნულების რაზმი ქალაქში გავიდოდა, პოლიციელებს შს მინისტრი შეხვდა. მეც იქ ვიყავი... ეზოში ცივი სიჩუმე იდგა... ამ სიჩუმეში შორიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები, მსხვრევის ხმა და... გაისმა მინისტრის სიტყვები - მიუხედავად ყველაფრისა, იცოდეთ, იქ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს! - ეს ფრაზები იმ დილით მან ბევრჯერ გაიმეორა... დიახ, შსს-მ ახალი სტანდარტი დადო და ამ სტანდარტის შესახებ ყველამ გაიგო. მინისტრის ეს მკაცრი ინსტრუქცია მოგვიანებით სპეცრაზმმაც ექოსავით აიტაცა...

 

ესაა თანამედროვე პოლიციის სახე. სხვაგვარად რომ იყოს, აქ არც ვიმუშავებდი... დღეს ეს ღირებულებებია ამ უწყების საყრდენი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერასაც საჭიროებს, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ეს ყველას პოლიციაა და მე ამის გულწრფელად მჯერა..." - წერს თეა პერტაია „facebook"-გვერდზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner