საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას, რომ „სოლიდარობა არაა დანაშაული!" ასე უპასუხა:
„დიახ ეკა, სოლიდარობა არაა დანაშაული ჩვენი ხელისუფლების დროს. თორემ, თქვენი ხელისუფლების დროს, სოლიდარობის გამო დაიჭერეთ ირაკლი ბათიაშვილი!" - აღნიშნა ქუცნაშვილმა.