უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის სატვირთო გემი ლიბიის სანაპიროსთან ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟზეც 13 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი უგზოუკლოდ დაიკარგა. გემის ჩაძირვამდე გემბანზე მყოფებმა დახმარება ითხოვეს.
გემზე თურქეთის 13 მოქალაქიდან 6 მაშველებმა გადაარჩინეს.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზები უცნობია.