logo_geo
eng_logo
ზურაბ კუკულაძე: ეს ისეთივე დანაშაულია, როგორიც ფარული ჩანაწერების გავრცელება
- +

30 მარტი. 2016. 16:19



მომხმარებელებმა არ იციან, რამდენ პროცენტიან სესხს იღებენ  - აღნიშნულის თაობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა, ზურაბ კუკლაძემ ონლაინსესხებზე საუბრისას გადაცემაში „2030" განაცხადა.



მან მიკროსაფინანსო კომპანიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს უახლოვდება. მისი აზრით, აუცილებელია, გადახდისუნარიანობის შესწავლა უფრო მკაცრად მოხდეს.


საპროცენტო განაკვეთები 1000 %- უახლოვდება და მომხმარებლებმა არ იციან, რამდენ პროცენტიან სესხს იღებენ. 21 წლის პიროვნებაზე, რომელსაც გადახდისუნარიანობა არ გააჩნია და არც კრედიტინფოშია გაშავებული, სესხი რატომ უნდა გაიცემოდეს?! აუცილებელია, გადახდისუნარიანობის შესწავლა უფრო მკაცრად მოხდეს. გარდა ამისა, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიაში გადასვლის შემდეგ, სესხს გაუგებარი წარმომავლობის საკომისიოები ერიცხება",- აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ.



მისი შეფასებით, ყველაზე კაბალური თანხის ამოღების პროცესი და პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის მასობრივი შემთხვევებია, რაც კუკულაძის აზრით, დანაშაულია.



თანხის ამოღების პროცესი კაბალურია. კაბალურში შანტაჟსა და მუქარას ვგულისხმობ. წაგიკითხავთ ერთ-ერთ SMS-: „ დღეიდან იწყება ვიზიტები. მეზობლების თანდასწრებით მოხდება ქონების აღწერა და ჩაბარება",-კომპანია CCloan-. კიდევ უარესებზე მიდიან ამომღები კომპანიების წარმომადგენლები. პირადად ვახლდი ერთ ჩემ მეგობარს, რომელსაც ამ კომპანიებთან პრობლემა აქვს. ჩემი ყურით მომისმენია, რომ ჯარიმების პატიება კი არა ასმაგს გადავახდევინებთო. არის პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის მასობრივი შემთხვევები, რაც დანაშაულია. ამომღები კომპანიები მსესხებლის სამსახურში რეკავენ და ხელმძღვანელს ეუბნებიან, რომ მათი თანამშრომელი სესხს არ იხდის. ამით ადამიანის რეპუტაცია ილახება. ეს ისეთივე დანაშაულია, როგორიც ფარული ჩანაწერების გავრცელება",- განაცხადა კუკულაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner