logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ჩიორა მახსოვს, ცხვირი არ მახსოვს - ცხვირს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ!
- +

17 მარტი. 2017. 02:30



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას, ახსოვს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის გატეხილი ცხვირი 2013 წელი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის დროს, ქუცნაშვილმა ასე უპასუხა:


„ჩიორა მახსოვს, მაგრამ ცხვირი არ მახსოვს. ცხვირს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მნიშვნელოვანი ორგანოა, მაგრამ ისიც მახსოვს, ორი კვირის თავზე ჩიორა წამოწოლილი რომ იყო. თქვენ ახსენეთ ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი და თქვით, რომ ვინც მას ცხვირი გაუტეხა, 2000 ლარით დაჯარიმდა. ასევე ახსენეთ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის, რაც გამოიხატა ამ უღირს ცუდ საქციელში, 2000 ლარით დააჯარიმა სასამართლომ მოქალაქე და აქვე ახსენეთ, რომ პოლიციაზე ვინც იხულიგნა დააჯარიმეს 250 ლარით.

 

გამოდის, რომ 8-ჯერ მეტი დააფასა სასამართლომ ოპოზიციის წინააღმდეგ ცუდი საქციელი, 8-ჯერ ნაკლები დააფასა საკუთარი პოლიციისკენ მიმართული. თქვენი საწინააღმდეგო ვარიანტი გამოგივიდათ",- განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner