logo_geo
eng_logo
ჭიდაობის ფედერაცია: თუ მოჭიდავეების მიერ აკრძალული პრეპარატის მიღება დადასტურდა, მათ სერიოზული ჯარიმა ელოდებათ
- +

15 თებერვალი. 2016. 14:24


ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი მალხაზ ჯორბენაძე „პალიტრა ნიუსთან" საუბარში ადასტურებს, რომ საქართველოს ჭიდაობის ნაკრების 6 წევრი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაშია ბრალდებული.

 

„დადასტურებული ჯერ არაფერია, ახლაც პასუხის მოლოდინში ვართ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მათ „მილდრონატი" აღმოაჩნდათ (გულის მკვებავია, რომელიც 2016 წლის დასაწყისიდან აკრძალულ პრეპარატად ითვლება), რომელიც არ არის ძლიერმოქმედი პრეპარატი. ჩვენი ინიციატივით, მოთხოვნილია დოპინგ-სინჯები და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა მათი მხრიდან აკრძალული პრეპარატის მიღება, სანქციას საქართველოს სადისციპლინო კიმისია განიხილავს. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი ლიცენზიის მქონე არ არის", - განაცხადა ჯორბენაძემ.


წყარო: „პალიტრა ნიუსი“

right_banner right_banner
არქივი
right_banner