logo_geo
eng_logo
ფოტომ სახელწოდებით „იმედი ახალი სიცოცხლისთვის“ World Press Photo-ს მთავარი პრიზი მიიღო
- +

18 თებერვალი. 2016. 22:19



ფოტომ, რომელზეც მიგრანტს ხელში ჩვილი უჭირავს, პრესტიჟული ფოტოკონკურსის World Press Photo-ს მთავარი პრიზი მიიღო. სურათი უნგრეთ-სერბეთის საზღვარზე  ავსტრალიელი ჟურნალისტის უორენომ რიჩარდსონის მიერაა გადაღებული. რიჩარდსონმა ფოტო სახელწოდებით „იმედი ახალი სიცოცხლისთვის" 2015 წლის 28 აგვისტოს გადაიღო. სურათზე ჩანს, თუ როგორ აწვდის მამაკაცი ქალს ბავშვს საზღვარზე გაჭიმული მავთულხლართებიდან.


კონკურსის ჟიურიმ ასევე დააჯილდოვა ესპანელი ფოტოგრაფი დანიელა ოჩოა დე ოლსა პარიზის ტერაქტის მსხვერპლთა ფოტოპორტრეტებისთვის.


World Press Photo ითვლება ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო  ფოტოკონკურსად. პრიზი 1955 წლიდან გაიცემა.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner