logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის ხელისუფლების პირდაპირი შანტაჟი...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

30 მარტი. 2016. 16:24


 

  „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"  წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების პირდაპირი შანტაჟია.  მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ გამოწვევას ღირსეულად უნდა უპასუხოს, რადგან ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანია.


„ევროპის სახალხო პარტია იყო და დღესაც „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტ ორგანიზაციად რჩება. აღიარებული ფაქტია, თუ რამდენი მილიონია დახარჯული მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისა და გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს. ეს მგონი, ის საკითხია, რომელიც თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ბატონმა ივანიშვილმა არაერთგზის აღნიშნა. ფაქტია, რომ EPP -ის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება,  ყოველგვარ წარმოდგენას ცდება საერთაშორისო საპარტნიორი ურთიერთობებთან დაკავშირებით. ის პირდაპირ მიმართულია ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  EPP-ის თავმჯდომარე ჩამობრძანდა. მას საქართველოში  ღირსეული დახვედრა უნდა მოუწყონ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა მოძრაობებმა ვისთვისაც, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ფორმალური დამოუკიდებლობის საკითხები არის ძირითადი სამოქმედო თემა.  ვინაიდან განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით შანტაჟის მცდელობასაც კი შეიცავს.  თურმე, ვიზა-ლიბერალიზაციის  მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომლითაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის განხორციელებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად,  ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცემოდა,   გადაიდება.  ეს მოხდება იმ დრომდე სანამ EPP არ დარწმუნდება, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ასე ვთქვათ, უსაფრთხო მდგომარეობაშია და ადამიანის უფლებებს საფრთხე არ ემუქრება.  თურმე,  როცა ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ეყოლება, ( პოლიტიკურ პატიმრებად ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩანა ახალაის გულისხმობენ) მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერს მხარს EPP ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებას. მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი შანტაჟი. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ეს არის სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი. ხელისუფლებამ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს ასეთ გამოწვევებს" ! - განაცხადა ლორთქიფანიძემ.   


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner