„სამართლიანობის აღდგენა ძალიან მალე მოხდება, თუ ამის სურვილი ექნება ხელისუფლებას", - ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.
კვიციანი პროკურატურაში გატარებულ რეფორმას წარმატებულს უწოდებს და თვლის, რომ სურვილის შემთხვევაში, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ერთ წელში სრულად მოხერხდება.
„ნორას საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა საქმე გაიხსნება. ახალგაზრდა პროკურორებმა ამომწურავად გამოიძიეს ნორას საქმე და დადეს ის შედეგი, რაც სამართლიან პროკურატურას უნდა ექნა, მათ დეტალურად შეძლეს ყველა დეტალის გამოძიება და დაგვანახეს, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტური პროკურატურის მუშაობა. სურვილის შემთხვევაში, ერთ წელში პროკურატურა ყველა იმ საქმეს გამოიძიებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ჩადენილი", - განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ემზარ კვიციანი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასაც ითხოვს, მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში, დღემდე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შესახლებული ოჯახი ცხოვრობს.