საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული რეაბილიტაცია უტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, აღდგება შენობოს უკანა ფასადი, ეზოს შესასვლელები, ასევე - ნგრევის პირას მისული კიბის უჯრედების საფეხურები და ბაქნები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეზოს მხრიდან შემომავალ სადარბაზოს; აღდგება პარადული კიბის უჯრედების საფეხურებისა და ბაქნების დაზიანებული ადგილები; სამუშაოები ჩაუტარდება რუსთაველის თეატრის ფლიგელის სადარბაზო შესასვლელის კიბის უჯრედის საფეხურებსა და ბაქნების დაზიანებულ ნაწილებს. გაიწმინდება და აღდგება რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თეატრის თანდართული ორიენტალისტური მოხატულობა, გამაგრდება სართულებსშუა გადახურვა,
ტექნიკურად გაიმართება შენობაზე დადგმული კოშკები, სარკმლის კონსტრუქციები, სველი წერტილები. ასევე, გარემონტდა კინოთეატრი "სპარტაკი", რომელიც პროფესიონალურ თეატრალურ სცენასა და საღონისძიებო სივრცეს მოიცავს.
სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.