logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: არჩევანის დროს ყოველთვის დგება საკითხი დარჩენისა თუ წასვლის შესახებ!
- +

30 მარტი. 2016. 16:25

 

 

ეროვნული ფორუმი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" პარტიის „ქართულ ოცნებაში" დარჩენის საკითხზე საუბრობს. მისი თქმით,  კოალიცია „ქართული ოცნება" შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ. მაშინ იდგა ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან ჩამოშორების საკითხი არჩევნების გზით, ახლა მთავარი საკითხი კოალიციის არსებობის საჭიროებაა.



„არჩევანის დროს ყოველთვის დგება საკითხი დარჩენისა თუ წასვლის შესახებ. კოალიცია „ქართული ოცნება" შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ. მაშინ იდგა ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან ჩამოშორების საკითხი არჩევნების გზით, ახლა მთავარი საკითხი არის რისთვის უნდა იყოს კოალიცია. ჩვენ ეს ამოცანა და ეტაპი გავიარეთ, ახლა ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, მწვავედ დგას იდეოლოგიური საკითხებიც. ჩვენთვის, ეროვნული ფორუმისთვის ,ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფუნქცია რეგიონში, მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების საკითხები. ეს ძალიან გვაწუხებს და ეროვნული ფორუმი სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით. შეფასდება და გაჟღერდება ყველა ის საქმე, რაც ეროვნულმა ფორუმმა ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. ჩვენ აუცილებლად გვექნება ჩასაბარებელი ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ ოთხი წლის განმავლობაში", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.



 

წყარო: „ინგა გრიგოლიას დღის ამბები"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner