logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: საქართველოში ნასამართლევი პირები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ
- +

17 მარტი. 2017. 14:32



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ნასამართლევი და პრობაციონერი პირები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ.


მოქალაქე, რომელიც ნასამართლევია და არანაირი პრობლემა არ აქვს, სხვა ყველა პირობას აკმაყოფილებს, ჩვეულებრივ შეუძლია წავიდეს და დაათვალიეროს ევროპა. ამ კუთხით პრობლემა არ არის. რაც შეეხება პრობაციას, აქ ვრცელდება ქვეყნის შიდა წესები. თუ პრობაციის სააგენტო მას მისცემს უფლებას, რომ გადაიხადოს გადასახადი და გავიდეს ქვეყნიდან, ექნება ფინანსური მდგომარეობა, არ იქნება რისკები და დაბრუნდება საქართველოში, პრობლემა არ შეექმნება. თუმცა განვმარტავ, რომ აქ საუბარია საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე და არა სხვა ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner