logo_geo
eng_logo
დევნილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 200 სახლი შეისყიდა
- +

30 მარტი. 2016. 16:33



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის რეგიონში, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.



დევნილთა და განსახლების მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6-სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთით და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღი შეუძინა. საცხოვრებელი სახლი დევნილებმა თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად დევნილ ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.



მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ ილონა ბზიკაძესაც შეხვდა, რომელიც ამ დრომდე 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ხონში ნათესავის ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ ილონა ბზიკაძის ოჯახისათვის ხონის რაიონში კერძო სახლი და ხეხილის ბაღი შეისყიდა.



2012 წლიდან დღემდე „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 787 სახლი შეისყიდა, მათ შორის 200 კი იმერეთის რეგიონში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner