ყაზბეგში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
პრესსამსაურის ცნობით, ტურისტები გადავიდნენ აკრძალულ ადგილზე, სათხილამურო ტრასის მიღმა, გაუკვალავ ტერიტორიაზე, სადაც ზვავი ჩამოწვა და ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
„გაუკვალავ ტერიტორიაზე გადავიდნენ ტურისტები, ჩამოწვა ზვავი და ერთი უცხოელი ტურისტი დაიღუპა. გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.