logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშიამ თემქაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

30 მარტი. 2016. 16:33



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.



 ჯაბა სამუშიას და რაიონის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით თემქაზე, ზღვის უბნის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის სრული აღდგენა, ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა და სკვერში არსებული შადრევანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.



დეპუტატის განცხადებით, სკვერს წლების განმავლობაში პირველადი ფუნქცია ჰქონდა დაკარგული და იგი 90 -იანი წლების შემდეგ ავტოსადგომად იყო ქცეული. მისივე თქმით, სკვერი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, თემქელებისთვის საყვარელ ადგილად იქცევა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner