logo_geo
eng_logo
ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა
- +

17 მარტი. 2017. 19:15



გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა.


გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. როგორც გამოძიების მიერ დადგინდა, ოთხოზორია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე მუდმივად აყენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner