logo_geo
eng_logo
ქეთევან კიკნაძე: ბიძინა ივანიშვილის დიდსულოვნება მაკვირვებს...
- +

17 მარტი. 2017. 20:30



მსახიობი ქეთევან კიკნაძე, სოციალურ ქსელში კოლეგებს მიმართავს:


„მე ჩემს კოლეგებს მივმართავ, იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში ტრანსფარანტებით გადის ბიძინას საწინააღნდეგოდ და ბიძინას დახმარებას იღებს!

ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა დამსახურება გაქვთ აღარ კითხულობთ?

მე ვერ წარმომიდგენია ამ ადამიანის საწინააღმდეგო რა გაქვთ, რა წაგართვათ თუ არ მოგცათ? ეს ხომ ყველამ იცის?

ბუჩქებიდან გამოდით და ღირსეულად იცხოვრეთ. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. მე არ მოგიწოდებთ რომელიმე პოზიციაზე დადგეთ, მე მხოლოდ მოგიწოდებთ იყოთ მართალი თქვენ თავთან და ღმერთთან.

მე ამ კაცის დიდისულოვნება მაკვირვებს ,როგორ იტანს ამდენ ნაძირალობას (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე), მაგრამ ამ კაცისთვის უპირველესი სამშობლოა", -წერს ქეთევან კიკნაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner