logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: კოალიციაში ყოფნა მაინცდამაინც ბლოკში გაერთიანებას არ ნიშნავს!
- +

30 მარტი. 2016. 16:40

 

 

ეროვნული ფორუმი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" საუბრობს „ეროვნული ფორუმის" ყრილობაზე, სადაც გადაწყდება მათი კოალიციაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი. მისი თქმით, ფორუმი საკმაოდ იერარქირებული პარტიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  პარტიის წევრებს არ დაეკითხებიან ამ საკითხის გადაწყვეტისას.


„საზოგადოებამ იცის, რომ 3 აპრილს ჩვენ გვაქვს ეროვნული ფორუმის ყრილობა, სადაც პარტიის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ პარტიის სამოქმედო გეგმა. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, არის გარკვეული განწყობები. არიან როგორც კოალიციიდან გასვლის, ასევე დარჩენის მომხრეები. ფორუმს აქვს თავისი სამოქმედო წესები, ეს საკმაოდ იერარქირებული პარტიაა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პარტიის წევრებს არ დავეკითხებით. ფორუმი მრავალრიცხოვანი და მებრძოლი ორგანიზაციაა. მთავარია პარტიაში იყოს საბრძოლო განწყობა.

 

პირადად მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ გახმაურებისგან, რადგან არ მინდა ჩემმა გადაწყვეტილებამ სხვებზე იქონიოს გავლენა. რა თქმა უნდა ყრილობაზე, რომელიც დახურული იქნება, ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე.  ჩვენ ვაპირებთ სამუშაო გარემო შევქმნათ და შესაბამისად არ გვეყოლება მოწვეული  სტუმრები.

 

კოალიციაში ყოფნა მაინცდამაინც ბლოკში გაერთიანებას არ ნიშნავს. დაისმება საკითხები, პარტიის ლიდერები ჩვენს მოსაზრებებს გავაჟღერებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ეროვნული ფორუმის პოლიტიკური მდივანი, პირველ განცხადებას ალბათ მე გავაკეთებ. ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უნდა მივცე პოლიტიკური შეფასება", - აცხადება გუბაზ სანიკიძე.


 

წყარო: „ინგა გრიგოლიას დღის ამბები"


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner