ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით გამოძიება დაადგენს დამნაშავეებს და ყველა ის პირი უმკაცრესად დაისჯება ვინც კანონი დაარღვია.
„ბათუმში აქციის დროს, მართლაც ძალიან მძიმედ განვითარდა მოვლენები. ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს. ვარაუდით შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ამაზე შეიძლება ისაუბროს ოპოზიციამ, ექსპერტებმა, მაგრამ არა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულია რამდენიმე პირი და ყველა ის, მონაწილე დაისჯება ვინც კანონის წინააღმდეგ მოქმედებდა. უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება", - აცხადებს კახა კალაძე.