logo_geo
eng_logo
გიორგი ყუფარაძე: ხატია დეკანოიძის შვილმა აღიარა დანაშაული და მას საპროცესოს უფორმებენ
- +

17 მარტი. 2017. 22:49


 

გიორგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით წერს, რომ მან დანაშაული აღიარა.

 

ხატია დეკანოსიძის შვილმა აღიარა დანაშაული და მას საპროცესოს უფორმებენ.

აბა ჩაუდესო!", - წერს ყუფარაძე.

 

მთავარი პროკურატურის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება.


„ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner