სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ ერთ არასრულწლოვანს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო მეორეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. აღნიშნული პირები 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.