logo_geo
eng_logo
„სიცრუეა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია“
- +

17 მარტი. 2017. 23:34



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" ისაუბრა.



„სიცრუეა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. კატეგორიულად უარვყოფ ცვლილებებს. არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ და გაგცემთ პასუხს. სამთავრობო ცვლილებების თემის განხილვა გუნდში არ ყოფილა",- აცხადებს ვიცე-პრემიერი.


კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი კომენტარი ბათუმის მოვლენების დროს პირველი არ ყოფილა.


„ჩემი განცხადება პირველი არ ყოფილა. ჩვენი დეპუტატები და გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს. პრემიერის მეთაურობით შევიკრიბეთ გუნდი. ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება იყო დავალება და ვფიქრობ ეს ნორმალურია, რადგან ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის განცხადება და შემდეგ უკვე შესაბამისი ღონისძიებები", - აღნიშნა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner